logo
ENG



სებ-ის თანამშრომლები, რომლების დაკვირვების ქვეშ იყვნენ, დადიოდნენ სამსახურში - ტიკარაძე

10 აპრ 202013:33
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრი ეკა ტიკარაძე განმარტავს, თუ რატომ არის ეროვნული ბანკის კლასტერი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანაში. 

ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ სებ-ის თანამშრომლები, რომლების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ, თვითიზოლაციის წესების დაცვით აგრძელებდნენ მუშაობას. 

"ეროვნული ბანკის თანამშრომლები, რომლებიც იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ, სანამ გამოუვლინდებოდათ გარკვეული სიმპტომატიკა, რის შემდეგაც მოხდა მათი შემოწმება და ვირუსის დადასტურება, დადიოდნენ სამსახურში, უბრალოდ ამ მომენტისთვის არ ჰქონდათ არანაირი ჩივილი. ამიტომ, არც ჯანდაცვის სამინისტროს, არც დაავადებათა კონტროლის ცენტრს და არც დამსაქმებელს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, რომ აეკრძალა მათთვის მუშაობა. უბრალოდ ისინი იცავდნენ თვითიზოლაციის პირობებს, რომელიც იყო მითითებული ჩვენი მხრიდან", - აღნიშნა ეკა ტიკარაძემ. 


close დახურვა