ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გატანილ იქნა 60 მილიონი აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 48 700 000 აშშ დოლარი.
როგორც სებ აცხადებს, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ლარი დოლარისა და ევროს მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა.
ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი აშშ დოლარი გასაყიდად 16 მაისსაც გაიტანა.