ლუჰანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა.
ლუჰანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის განცხადებით, რუსებმა დასახლებულ პუნქტებზე იერიში დილიდან მიიტანეს და ცეცხლი ახლაც აქვთ გახსნილი.
ის ამბობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან მაშველები, ინტენსიური სროლის გამო, გაწმენდით სამუშაოებს ვერ ახორციელებენ.