logo
ENG



სეზონური გრიპი აქტიურ ფაზაშია

12 დეკ 202220:30
3 წუთის საკითხავი
 

სეზონური გრიპი აქტიურ ფაზაშია - მოსახლეობას კი პრობლემები ემატება. დეფიციტია მედიკამენტებზე. საჭირო წამლების შოვნა ჭირს. ეს ეხება ბავშვთა სიროფებსაც. ოფიციალური პასუხი, რა გამოიწვია დეფიციტი არ არსებობს, თუმცა შეფასებებს აკეთებენ სპეციალისტები, რომლებიც მთავარ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. წესით, წინასწარ უნდა შეფასებულიყო ვითარება, რომ გრიპის სეზონის მოახლოებასთან ერთად წამალზე მოთხოვნაც გაიზრდებოდა. გარდა ამისა, პროგნოზი უნდა გაკეთებულიყო სხვა კუთხითაც - მედიკამენტების მოთხოვნაზე გავლენა აქვს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე უცხო ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობასაც. 

 


close დახურვა