logo
ENG



სენაკში გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ვაჟმა დედის მკვლელობა ორლულიანი თოფით სცადა

12 მარ 202113:33
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/12/80b1dis0bhy8429.jpg

ქალაქ სენაკში 29 იანვარს ვაჟმა ორლულიანი თოფიდან ახლო გასროლით დედის მკვლელობა სცადა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა - გამოძიება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობს.

პროკურატურის ინფორმაციით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაჭრილ დედას სიცოცხლე შეუნარჩუნდა, მას ჭრილობა სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული. 

"ო.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-109 მუხლის მე-2 ნაწილის “დ1” და “ვ” ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში. 

სავარაუდო დამნაშავეს სენაკის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. 


close დახურვა