სენაკში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცი ხანძრის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა.
როგორც ფორმულას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ეკიპაჟი მუშაობდა.