logo
ENG



სენატორები ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ

25 თებ 202009:51
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკელი სენატორები ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. ჩაკ შუმერმა, ბობ მენენდეზმა და შეროდ ბრაუნმა ამ მოთხოვნით სახელმწიფო მდივანს წერილი გაუგზავნეს. მიზეზი შეერთებული შტატების წლევანდელ არჩევნებში ჩარევის მცდელობაა.

მათი განმარტებით, სხვა შემთხვევაში ეს იმ პასუხისმგებლობაზე უარის თქმა იქნება, რომელიც შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასა და საარჩევნო პროცესის ერთიანობას ემუქრება. ანონიმური წყაროს ცნობით, რუსეთი დეზინფორმაციასა და პროპაგანდაში ჩართული იყო, რითაც „დემოკრატების" საპრეზიდენტო კანდიდატის, ბერნი სანდერსისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დახმარებას ცდილობდა. არჩევნებში ჩარევის მცდელობას კრემლში კატეგორიულად უარყოფენ. 


close დახურვა