logo
ENG



სენატორი რიში: ველი 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას

01 ივლ 202016:27
3 წუთის საკითხავი
 
09gv4mvwrrolhi2.jpg

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯეიმს რიში საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ცვლილებების განხორციელება დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია. 

სენატორი ელის, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულება.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს გაზრდის ქართველების ნდობას მათი მთავრობისადმი და წაახალისებს დემოკრატიულ მონაწილეობას. ველი შეთანხმების სრულად შესრულებას და საქართველოში დემოკრატიის გაღრმავებას“, - წერს რიში Twitter-ზე.

2020 წლის 29 ივნისს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ისტორიულ ცვლილებებს დაუჭირა მხარი - შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება - 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

საარჩევნო ცვლილებების შესახებ შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის 8 მარტს შედგა. შეთანხმებაში ხელი ორ პუნქტს მოეწერა, რომლის მიხედვითაც, ერთი საკონსტიტუციო ცვლილებებს გულისხმობდა, მეორე კი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, თუმცა ამ დრომდე პატიმრობაში რჩება „მთავარი არხის“ მეწილე, გიორგი რურუა.


close დახურვა