logo
ENG



სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მხრიდან არასწორი ფაქტების გავრცელება მიუღებელია-ევროკავშირი

11 ნოე 201908:04
3 წუთის საკითხავი
 
7eyhd380xb5laev.png

საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას ევროკავშირი გამოეხმაურა. გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მხრიდან არასწორი ფაქტების გავრცელება მიუღებელია, რაც მხოლოდ სიტუაციას ამწვავებს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ერგნეთში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები - ეს იმ მექანიზმების ჩამონათვალია, რომლის გამოყენებაც საჭიროა გამოსავლის ძიების პროცესში. სექტემბერში დახურული გამშვები პუნქტები კი შეფერხების გარეშე უნდა გაიხსნას. ეს ყველაფერი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან არსებული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და სხვა პრობლემების მოგვარების საუკეთესო გზაა, - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა