სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ინსტაგრამზე გაავრცელა.
"ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ გიცნობდი. შენნაირი ადამიანები ვერასოდეს მიიცვლებიან. დაე მისი ხსოვნა სამუდამოდ დარჩენილიყოს", - წერს ვუჩიჩი.
90 წლის პატრიარქს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა.