სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დათუნაშვილმა ხორვატი ივან ჰუკლელი 6:1 დაამარცხა.
ზურაბ დათუნაშვილმა სერბეთის სახელით ჭიდაობა 2020 წლიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა ფედერაციის პრეზიდენტთან კონფლიქტი.
სპორტის სასახლეში, 2019 წლის 11 იანვარს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესა და დათუნაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. გეგეშიძემ დათუნაშვილს რკინის საგანი ჩაარტყა. ფაქტი კამერებმა დააფიქსირეს. მოგვიანებით გეგეშიძე დააკავეს და მას ბრალი წარუდგინეს. თუმცა, მოსამართლემ ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამავდროულად, გეგეშიძეს არც თანამდებობა დაატოვებინეს.
თავის მხრივ დათუნაშვილი აცხადებდა, რომ ის საქართველოს სახელით იქამდე არ იჭიდავებდა, სანამ გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტი იქნებოდა. საბოლოოდ, დათუნაშვილმა ასპარეზობა სერბეთის სახელით განაგრძო. 2020 წლის 6 დეკემბერს კი გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ოთხწლიანი ვადით აირჩიეს.