logo
ENG



სერბეთში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციები გრძელდება

12 ივლ 202013:27
3 წუთის საკითხავი
 

საპროტესტო გამოსვლების მეხუთე ღამე სერბეთში - გასული დღეებისგან განსხვავებით, წუხანდელმა აქციამ ბელგრადში არეულობის გარეშე ჩაიარა. 

პარლამენტის შენობასთან კვლავ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებს აპროტესტებენ და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. ბელგრადის გარდა, მშვიდობიანი აქციები სერბეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართა.

გასულ დღეებში მომხდარი შეტაკების დროს სამართალდამცველებმა დედაქალაქში 70-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.


close დახურვა