logo
ENG



სერგეენკო, თალაკვაძე, რატიანი, კობახიძე - ვინ განიხილება ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე

10 დეკ 202120:06
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, პირველი შეთავაზება ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ მიიღო, თუმცა სერგეენკოს პოსტზე მობრუნება არ სურს. 

არსებული ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობაზე ასევე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი, ასევე ჯეოჰოსპიტალსის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ექიმი ნინო კობახიძე და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე განიხილებიან. 

თალაკვაძის თქმით, ამ საკითხზე "ვერაფერს იტყვის". ამასთან, ის შეთავაზების მიღებას არც უარჰყოფს. დათანხმდება თუ არა ის შეთავაზებას ჯერჯერობით უცნობია. 

რაც შეეხება ნინო კობახიძეს, ის ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია. 2014 წელს ნინო კობახიძე ღარიბაშვილის ადმინისტრაციასაც ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ 2 დღის წინ პრემიერი ღარიბაშვილი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ამ შეხვედრაზე ტიკარაძე არ იმყოფებოდა, თუმცა იყო ნინო კობახიძე. შესაძლო მინისტრობაზე კობახიძე კომენტარს ჯერ არ აკეთებს. 

ახალი მინისტრის კანდიდატურებთან დაკავსირებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია. 

ეკატერინე ტიკარაძემ გადადგომის შესახებ გუშინ განაცხაფდა. მისი თქმით, ის მინისტრის მოვალეობებს წლის ბოლომდე შეასრულებს, რის შემდეგაც მუშაობას პარტიის პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. 


close დახურვა