მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა არის გამოწვეული პოლიტიკური მიზეზებით, ახლა მთავარია, რომ ექიმებმა მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, სად და როგორ სჯობს მისთვის სამედიცინო სამსახურის გაწევა. ეს ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ. მეორე ის, რომ პოლიტიკოსებმა დაანებონ თავი ექიმებს, ხომ შეიძლება სხვა პოლიტიკური საკითხებიც განიხილონ. მისცენ ექიმებს საშუალება, რომ სწორი და პაციენტისთვის ოპტიმალური სამკურნალო გარემო შეარჩიონ. მე არ ვთვლი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებებით უნდა მოგვარდეს ჯანდაცვის პრობლემები.
სერგეენკო: მთავარია ექიმებმა გადაწყვიტონ, როგორ სჯობს სააკაშვილისთვის მომსახურების გაწევა
17 ნოე 202112:53
3 წუთის საკითხავი