logo
ENG



სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა

18 ოქტ 202319:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/18/3uxehezplxi142q.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 2-დღიანი ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. ცნობილია, რომ სერგეი ლავროვი, რომელიც ბოლოს ჩრდილოეთ კორეას 2018 წელს სტუმრობდა, მოლაპარაკებებს გამართავს ჩრდილოეთ კორეელ კოლეგასთან.

Reuters წერს, რომ რომ სერგეი ლავროვი ფხენიანს ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტის შედეგებს გააცნობს და ამასთან, წერს, რომ შესაძლოა, შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეაში ვლადიმერ პუტინის პოტენციური ვიზიტიც განიხილონ.

სერგეი ლავროვის ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი სექტემბერში მოსკოვს ეწვია, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ჩრდილოეთ კორეის თანამგზავრულ პროგრამასა და უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრეს.

რუსული მედია წერს, რომ სერგეი ლავროვმა ჩრდილოეთ კორეას მადლობა გადაუხადა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდაჭერისთვის.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 13 სექტემბერს შეხვდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პუტინს განუცხადა, რომ მხარს უჭერს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.


close დახურვა