logo
ENG



სერგი კაპანაძე: არანაირი სეპარატული მოლაპარაკებები კალაძესთან და ქართულ ოცნებასთან არ იქნება

18 თებ 202017:31
3 წუთის საკითხავი
 

არც ერთი სერიოზული ოპოზიციური ძალა მმართველ გუნდთან დიალოგზე არ წავა, - ასე ეხმაურებიან ხელისუფლების ოპონენტები მოლაპარაკებების გაგრძელებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მორიგ მოწოდებას.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ აღნიშნა, ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიციის ერთიანობა შეარყიოს.

„როგორც ჩანს ახალი ბისმარკისეული სტრატეგია მოიგონეს ახლა დაყავი და იბატონეს პრინციპით. არანაირი სეპარატული მოლაპარაკებები კალაძესთან და ქართულ ოცნებასთან არ იქნება, დიალოგი მიმდინარეობდა იმ ამოცანით და იმ მიზნით, რომ პროპორციულზე შეთანხმებული ვიყავით მაგრამ მათ უარი თქვეს დიალოგზე და დაიწყეს ოპოზიციური ლიდერების დაჭერა. მაქვს მოლოდინი, რომ სერიოზული ოპოზიციური ძალა ამ დიალოგზე არ წავა“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.

პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პოლიტიკური დევნის და ოპოზიციონერი ლიდერების დაჭერის პირობებში ხელისუფლებას იმის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, რომ დიალოგი რაიმე შედეგებამდე მიმსვლელი იქნება.

„არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ინდივიდუალური მოლაპარაკებები წარიმართოს არ არსებობს. ოპოზიციას და საზოგადოების დიდ ნაწილს ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია აქვს. პოლიტიკური დევნის და ოპოზიციონერი ლიდერების დაჭერის პირობებში არ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას მოლოდინი, რომ ეს საუბრები რაიმე შედეგებამდე მიმსვლელი იქნება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 


close დახურვა