logo
ENG



სერგი კაპანაძე: ივანიშვილს არ მივცემთ საშუალებას მარტო თვითონ დანიშნოს პარლამენტი

15 ნოე 201912:13
3 წუთის საკითხავი
 
4gzyne2okgj6bmz.jpg

ვითარება რუსთაველის გამზირზე კვლავ უცვლელია - გადაკეტილია გზა და საკანონმდებლო ორგანოს წინ მოქალაქეები საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას ისევ აპროტესტებენ. ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

ისინი მთელი ღამის განმავლობაში კარვებში იმყოფებოდნენ. მათი მთავარი მოთხოვნებია: დაინიშნოს დროებითი ტექნიკური მთავრობა, ჩატარდეს ვადამდელი პროპორციული საპარლამენტი არჩევნები და შეიცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიის შემადგენლობა. აქციის  მონაწილეები არ აპირებენ დაშლას მანამ, სანამ ეს მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.

"იქნება შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებს შორის, სამოქალაქო წარმომადგენლებთან და აქციის წარმომადგენლებთან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ჩვენს პოზიციებზე, "- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ისინი ხალხის თავისუფალი არჩევანისთვის იბრძვიან, რათა ყველა ადამიანს ჰქონდეს ისეთი ხალხის არჩევის უფლება, რომელიც მათ ინტერესს გამოხატავს.

"საზოგადოებამ კარგად უნდა გაიგოს, რომ რეალური საფრთხე ექმნება მის თავისუფლებას. ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს ისეთი ხალხის არჩევის უფლება, რომელიც მათ ინტერესს გამოხატავს და ივანიშვილს არ მივცეთ საშუალება მარტო თვითონ დანიშნოს პარლამენტი. ამაზეა დღეს ბრძოლა. აქციები არის მცირე ფასი, რომ ჩვენ თავისუფლება გვქონდეს მომავალში," - განაცხადა "ევროპული  საქართველოს" წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ.

რუსთაველიის გამზირზე ადამიანების რაოდენობა უფრო და უფრო მატულობს. ამ დრომდე გადაკეტილია რუსთაველის გამზირი სადაც გუშინ აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. გზა ქაშუეთის ტაძრიდან მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრამდეა გადაკეტილი.


close დახურვა