"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე ხელისუფლებას რუსულ ორიენტაციაში სდებს ბრალს. როგორც მან გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" აღნიშნა, აღნიშნულს არაერთი ფაქტი ადასტურებს, მათ შორის ბოლო შემთხვევაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტი.
"ესაა პრორუსული ხელისუფლება და აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს პრეს-კონფერენცია გამართა რუსულ ენაზე. შეიძლება ენა იცის და ამის დემონსტრირება უნდა, მაგრამ უკრაინაში, სადაც ყირიმია ანექსირებული, როცა შენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყანაა რუსეთი და იმის ენაზე რომ ატარებ კონფერეციას, ანუ აღარც მალავენ, გაშიშვლებულები არიან უკვე და ახლა ჩვენი ამოცანაა ამ ნიღბების საბოლოოდ ჩამოხსნა. იმ დონეზე მივლენ საბოლოოდ, რომ შეიძლება 1% და 2 %-იც აღარ ჰქონდეთ პარლამენტში",-აცხადებს სერგი კაპანაძე.