logo
ENG



სერგი კაპანაძე: ხვალ სხვაგან მოუწევთ დარბევა, ზეგ სხვაგან, ჩვენ კიდევ ვაპირებთ გაგრძელებას

18 ნოე 201918:46
3 წუთის საკითხავი
 
uxxnys7qcsvvoy9.jpg

პარლამენტში 6 საათზე ბიუროს სხდომა იმართება. ამასთან დაკავშირებით განცხადებას „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი სერგი კაპანაძე აკეთებს. მისი განცხადებით, ბიუროს სხდომას არ ესწრებიან არც ჟურნალისტები და არც ოპოზიციის დეპუტატები. როგორც, კაპანაძე განმარტავს მათ სცადეს ბიუროს სხდომაზე შესვლა, თუმცა იქ არც დეპუტატები და არც ჟურნალისტები არ შეუშვეს.

„მარტო ჟურნალისტები კი არა არც ოპოზიციის დეპუტატები არ შეუშვეს. დიდი სურვილი არც გვქონდა იქ ყოფნისმარა ვაპირებდით, რომ მივსულიყავით. იქ შესვლით დისკომფორტის შექმნა გვინდოდა. არავის არ აქვს იმის უფლება, რომ პარლამენტში დეპუტატები არ შეუშვას მათ შორის ჟურნალისტები. ის რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება ამას არ აქვს არანაირი კავშირი კანონთან და სამართალთან. ბიუროზე არანაირი მნიშვნელოვანი საკითხი არ განიხილება. რაღაცა ბიუჯეტი განიხილებოდა და არიქა რაღაც ჩავარდებოდა. შემდეგი პლენარული სხდომა შემდეგ კვირაში არის. ეს იყო უბრალოდ ძალის გამოყენება და დემონსტრირება, რომ მათ შეუძლიათ მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბიონ და ძალა გამოიყენონ. ხვალ სხვაგან მოუწევთ დარბევა, ზეგ სხვაგან, ჩვენ კიდევ ვაპირებთ გაგრძელებას და კი ბატონო ყოველდღე გამოიყენონ სპეცდანიშნულების რაზმი,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.


close დახურვა