logo
ENG



სერგო რატიანი: სირცხვილის კორიდორი ხელისუფლებას ეკუთვნის

05 თებ 202011:58
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტთან საპროტესტო აქცია კვალვ გრძელდება. აღსანიშნავია, რომ პროტესტის დაწყებამდე პარლამენტში უმრავლესობის სხდომა დაინიშნა, რასაც ოპოზიცია არასერიუზლს უწოდებს. "ევროპული საქართველოს" წევრის სერგო რატიანის შეფასებით, ამ გზით მმართველი გუნდი ცდილობს თავიდან აირიდოს სირიცხვილის კორიდორში გასვლა, ამიტომაც შენობაში დაგეგმილზე უფრო ადრე შედის. 

"სხდომა ჩაინიშნა იმიტომ, რომ აქ ტარდებოდა აქცია და ხელისუფლებას არ აქვს სურვილი სირცხვილის კორიდორში გაიაროს. რასაც უმრავლესობა აკეთებს, ეს სამარცხვინოა ქვეყნისთვის. მათ მოატყუეს საზოგადოება, რასაც ხალხი არ აპატიებს. ამიტომ პროტესტი გაგრძელდება",-აცხადებს სერგო რატიანი. 

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობაში დაგეგმილი საპროტესტო აქციის პარალელურად სხდომა უკვე მეორედ დაინიშნა. 


close დახურვა