„ქართული ოცნება“ უკვე იშლება“ - ასე გამოეხმაურა დეპუტატი სერგო რატიანი ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს. მისი აზრით, ძალის დემონსტრირება ხელისუფლების მხრიდან ცხადყოფს, რომ მას დაკარგული აქვს მთავარი ძალა - ამომრჩევლის ნდობა. ამის შესახებ მან სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ ისაუბრა.
„ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს ყველას. როცა ხელისუფლება კარგავს ძალას და ძალა არის ამომრჩეველი, რომელიც დგას მის უკან. დღეს „ქართული ოცნება“ არის იმდენად სამარცხვინო, რომ ყოველდღიურად ტოვებს ვიღაცა. თან ტოვებენ იდეოლოგები. მთავარი სპიკერები ვინც არიან, რომლებიც საუბრობდნენ „ქართული ოცნების“ სახელით, ვინც იყვნენ წინა პლანზე წამოწეულნი, ამ ადამიანებს უკვე რცხვენიათ და სინამდვილეში ივანიშვილი ასამარებს „ქართულ ოცნებას“ სანამ წავა ხელისუფლებიდან, ის ახლა იშლება უკვე. მთელი ეს ძალის დემონსტრირება არის უძლურება. დღეს „ქართული ოცნების“ ორგანიზმს აღარ აქვს სიცოცხლე“, - განაცხადა სერგო რატიანმა.