logo
ENG



სერგო ჩიხლაძე კორონავირუსზე: მომდევნო ორი კვირა გარდამტეხი იქნება

02 მარ 202008:35
3 წუთის საკითხავი
 

დღეიდან სკოლებში 2 კვირიანი საგაზაფხულო არდადეგები იწყება. დასვენების ნაადრევ დაწყებას სწორს და დროულს უწოდებს ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი სერგო ჩიხლაძე. „ფორმულასთან“ საუბრისას, ჩიხლაძე ამბობს, რომ შემდეგი ორი კვირა კორონა ვირუსის გავრცელების კუთხით საქართველოში გარდამტეხი იქნება. სწორედ  ამ პერიოდში გახდება ცნობილი, თუ რა მასშტაბს მიიღებს ვირუსის გავრცელება და გახდება თუ არა საჭირო სასკოლო არდადეგების გახანგძლივება. 

„სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. შეიძლება, სხვა ინფექციების დროს რაოდენობა არ არის მაჩვენებელი, რომ ადრე გამოცხადეს არდადაგები. ამ ინფექციის დროს, როდესაც მისი მიმდინარეობა შეუსწავლელია და მით უმეტეს, იმ სუსტი მზაობის პირობებში, რასაც ჩვენი ქვეყანა მსგავს კრიზისულ სიტუაციებში აჩვენებს, რა თქმა უნდა ადეკვატური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. გარდამტეხიი იქნება მომდევნო ორი კვირა - შემოვიფარგლებით რამდენიმე ერთეული ან ათეული შემთხვევით თუ ინფექცია განვითარდება“, - აცხადებს ჩიხლაძე. 

დეზინფექციისთვის დღეიდან 2 კვირის განმავლობაში სასწავლო პროცესი შეწყდა საქართველოს ბაღებშიც. 


close დახურვა