logo
ENG



სეს: იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე GULF-ის ბენზინგასამართთან ძაღლმა გაკაწრა

19 დეკ 202321:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/19/amkqx98dteosuh2.jpg

განახლება -  Gulf Georgia-ს ვიცეპრეზიდენტი ნინო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბავშვი ძაღლმა 14-16 დღის წინ გაკაწრა და ის მშობლებმა მაშინვე აცრეს. მისი ინფორმაციით, 4 დღის წინ ძაღლი მკვდარი იპოვეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლთან მდებარე GULF-ის ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა.

სებ-ის ცნობით, ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.

"ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული გალფის ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, მკვდარ მიუსაფარ ძაღლს ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდასტურდა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეტყობინება ძაღლის დაღუპვის შემდეგ, 18 დეკემბერს შემოვიდა. ცხოველის პათოლოგიური მასალა მყისიერად გადაიგზავნა ლაბორატორიაში და რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა კვლევის შედეგები.

შეტყობინების მიხედვით, შეტყობინების ავტორს არ აქვს მოზარდის და მშობლების მაიდენტიფიცირებელი ან საკონტაქტო ინფორმაცია. არც ის არის ცნობილი, ჩაუტარდა თუ არა მოზარდს საჭირო ანტირაბიული ვაქცინაცია.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ აცნობა ყველა შესაბამის უწყებას. ამავდროულად, სააგენტო მოზარდის მშობლებს ბავშვის დაუყოვნებლივ ვაქცინაციისკენ და გამოხმაურებისკენ მოუწოდებს", - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

 


close დახურვა