logo
ENG



სეს: შპს ლიდერს საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ნიმუშებში ცხენისა და ვირის დნმ გამოვლინდა

21 ნოე 202213:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/21/mwdz85t92asbzvg.png

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შპს ლიდერს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

მათი ცნობით, ნიმუშებში ცხენისა და ვირის დნმ კვლავ გამოვლინდა.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს ლიდერს (გლდანის ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა. 16 ნოემბერს, განმეორებითი კვლევისთვის აღებულ ხორცპროდუქტების ნიმუშებში ცხენისა და ვირის დნმ-ი კვლავ გამოვლინდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დამატებითი მოკვლევა გრძელდება. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა