logo
ENG



სესიაშვლი ოქრუაშვილზე და სააკაშვილზე: ამათ პოლიტიკური ძირი უკვე დიდი ხანია გამძვრალი აქვთ

12 ივნ 202018:43
3 წუთის საკითხავი
 
4azg15b8a86h54y.png

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი მიხეილ სააკაშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის წარსულში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, მათ პოლიტიკური ძირი უკვე დიდი ხანია გამძვრალი აქვთ.

სესიაშვილის თქმით, სააკაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი ქართულ საგუშაგოებზე თავდასხმის ბრალდებით დაიჭირა, თუმცა ახლა ამ უთანხმოების დავიწყება შეუძლია. 

„ბატონ ირაკლი ოქრუაშვილს უთქვამს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სამსახურში არ მივიღეო. ინტელექტი დაგიწუნათ. საკუთარ თავს არ მივცემ იმის უფლებას, რომ ვინმეს ინტელექტი შევაფასო.

ოქრუაშვილის ინტელექტი შეაფასა მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე, როდესაც მინისტრად დანიშნა. ეს ის ირაკლი ოქრუაშვილია, რომელიც შემდგომ იძახდა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური მკვლელობის შემკვეთია. რომ დაიჭირეს ოქრუაშვილი და გააპარეს მერე სააკაშვილმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე და ბრალდება იყო ასეთი, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ცხინვალიდან რუს სპეცრაზმთან ერთად შემოსვლას და ქართულ საგუშაგოებზე თავდასხმას აპირებდა. 

საინტერესო ის არის, დღეს ამ ვითარებაში ოქრუაშვილი გვეუბნება, რომ გადავამლაშეო. სააკაშვილი კი გვეუბნება, რომ არ მგონია ჩვენ შორის ისეთი რამე იყოს, რაც არ უნდა დავივიწყოთო. ოქრუაშვილი რუსულ სპეცრაზმთან ერთად თავდასხმას აპირებდა ქართულ საგუშაგოებზე და სააკაშვილი დაივიწყებს რა პრობლემაა?

ბატონი ირაკლი გული არ გეტკინოთ, ასეთ ხალხს გაუხარდეს, რომ ყველაზე მაღალი ხარისხის სამხედრო ფეხსაცმელს ძირი გაძვრეს. იმიტომ, რომ ამათ პოლიტიკური ძირი უკვე დიდი ხანია გამძვრალი აქვთ“, - განაცხდა ირაკლი სესიაშვილმა.


close დახურვა