logo
ENG



სეტყვა რომ მორჩა, მერე ისროლეს სეტყვის საწინააღმდეგოები - სტიქიამ კახეთში მოსავალი გაანადგურა

03 მაი 202012:07
3 წუთის საკითხავი
 

კახეთში ძლიერი სეტყვის შედეგად განადგურებულია ხეხილის ბაღები, ვენახები და ნარგავები. ყველაზე მეტად წნორის მოსახლეობა დაზარალდა. ადგილობრივები შიშობენ, რომ მოსავლის გარეშე დარჩნენ.

სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა ვენახებსა და ნარგავებს, მოსავლის 60-70% დაზიანებულია - განადგურებულია ჭერმისა და ალუჩის ბაღები. ადგილობრივების თქმით, მათი ვენახები დაზღვეული არ იყო და არ იციან, როგორ აუნაზღაურდებათ ზარალი.

„ოც წუთს, ნახევარ საათს იყო სეტყვა. მსხვილი კაკლები ცვიოდა, განადგურებულია ყველაფერი, ჩამოცვენილია ყურძენი. გვინდოდა დაზღვევა, მაგრამ მხოლოდ ყვავილობის შემდეგაა ეს შესაძლებელი. რომ მორჩა სეტყვა, მერე ისროლეს სეტყვის საწინააღმდეგოდ.

ხეხილი სულ გაცუდებულია. მარწყვი მქონდა, პამიდორი - ყველაფერი გაფუჭდა. ალბათ 70-80% არის განადგურებული. ასეთი სეტყვა არ გვახსოვს წნორში - თოვლივით იყო მოფენილი", - აცხადებენ ადგილობრივები.


close დახურვა