logo
ENG



სეულში ჰელოუინის აღნიშვნისას დაღუპულთა რიცხვი 146-მდე გაიზარდა

29 ოქტ 202222:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/29/4v7y9eauu6p4846.png

სეულში ჰელოუინის აღნიშვნისას დაღუპულთა რიცხვი 146-მდე გაიზარდა, ხოლო 150 დაშავდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებს არ დაუზუსტებიათ ინციდენტის მიზეზები, თუმცა სავარაუდოდ ადამიანებს შექმნილი ჭყლეტისას, გული გაუჩერდათ.

ადგილზე 140 სასწრაფო დახმარების ჯგუფი მუშაობს.

სამხრეთ კორეის სახანძრო დეპარტამენტის უფროსის იონგსან ჩხვე სონის თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან მაშველებს ამ დრომდე გადაჰყავთ მოქალაქეები კლინიკებში მთელი სეულის მასშტაბით. 

მედიის ინფორმაციით, რაიონში, სადაც ჰელოუინს აღნიშნავდნენ 100 000 ადამიანი იყო შეკრებილი. 

 


close დახურვა