logo
ENG



სეულში ჰელოუინის აღნიშვნისას სულ მცირე 59 ადამიანი დაიღუპა

29 ოქტ 202222:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/29/ovrbbkdwpvzxdta.png

სეულში ჰელოუნის აღნიშვნისას სულ მცირე 59 ადამიანი დაიღუპა, 150-მდე კი დაშავდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებს არ დაუზუსტებიათ ინციდენტის მიზეზები, თუმცა სავარაუდოდ ადამიანებს შექმნილი ჭყლეტისას, გული გაუჩერდათ.

სამხრეთ კორეის სახანძრო დეპარტამენტის უფროსის იონგსან ჩხვე სონის განცხადებით, დღესასწაულზე ყოფნისას ათობით ადამიანი სამედიცინო დახმარებას ითხოვდა, ადგილზე სულ მცირე 81 ადამიანი აცხადებდა, რომ სუნთქვა უჭირდათ. მისივე თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან მაშველებს ამ დრომდე გადაჰყავთ მოქალაქეები კლინიკებში მთელი სეულის მასშტაბით. 

ადგილზე 140 სასწრაფო დახმარების ჯგუფი მუშაობს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა მომხდართან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა მოიწვია.


close დახურვა