logo
ENG



სექსუალური ძალადობის ორი ფაქტი ქობულეთში

09 თებ 202420:01
3 წუთის საკითხავი
 

ორი უმძიმესი ფაქტი აჭარაში. დაკავებულია 80 წლის კაცი, რომელმაც გამოძიების ვერსიით, მეზობელზე, შეზღუდული შესაძლებლობის ქალზე სექსუალურად იძალადა. დაზარალებულის ოჯახი ჰყვება, რომ ასაკოვანი კაცი ტაქსისტია და ქალი მანქანაში შეავიწროვა.

მეორე დაკავებული ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურებაშია ბრალდებული. ამ საქმეში დაზარალებული არასრულწლოვანი ბიჭია. ორივე შემთხვევა ქობულეთში მოხდა.


close დახურვა