logo
ENG



სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და არასრულწლოვნის იძულება - ქუთაისში ორი პირი დააკავეს

20 ოქტ 202212:30
3 წუთის საკითხავი
 
სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და არასრულწლოვნის იძულება - ქუთაისში ორი პირი დააკავეს

სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და არასრულწლოვნის იძულების ბრალდებით ქუთაისში ორი პირი დააკავეს.

ერთი ბრალდებული სისხლის სამართლის 138-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. ხოლო მეორე დააკავეს 150-ე მუხლით - მას არასრულწლოვნის მიმართ იძულებას ედავებიან.

ერთ-ერთ ბრალდებულზე საუბრისას თვითმხილველები ყვებიან, რომ საშუალო ასაკის კაცი ბავშვებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა, თუმცა ის მანდატურებმა შენიშნეს და სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე დააკავეს.

ქუთაისში, სკოლებთან უცნობი პირების გადაადგილების ფაქტებზე აქტიურად საუბრობენ ბოლო პერიოდში. მშობლები აცხადებენ, რომ სკოლის ჩატებში მასწავლებლების მიერ ხდება გაფრთხილება და მათ მოუწოდებენ, რომ ბავშვები მარტო არ დატოვონ.


close დახურვა