logo
ENG



სვანეთის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

14 ოქტ 202011:09
3 წუთის საკითხავი
 
4g586cz0dm03wq6.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, სვანეთში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

უწყების ცნობით, დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა, რომელთა ქრობის სამუშაოებიც აქტიურად მიმდინარეობს.

"ხანძარი მთის ფერდზე, მიუვალ ადგილზე გაჩნდა, რის გამოც ცეცხლის ქრობაში სახანძრო ავტოტექნიკა ვერ ჩაერთო. კერებამდე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი ფეხით მივიდა და ხანძარს ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობს.

მესამე დღეა, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩაერთულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. მათ 80 გაფრენა განახორციელეს და ცეცხლის კერებს 160 ტონამდე წყალი დაასხეს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება და სალიკვიდაციო სამუშაოები", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.


close დახურვა