სვანეთის ქუჩაზე ე.წ. ბარაკული ტიპის რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ფორმულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
ამ წუთებში, ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.