რატომ ვერ ხერხდება დაკარგული მოქალაქეების სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ვერტმფრენების ჩართვა? ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორი კაცი მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, საფეხმავლო მარშრუტზე დაიკარგა. მოქალაქე ვიკა ფილფანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ისინი 5 დღის დაკარგულები არიან, სამაშველო ვერტმფრენი კი ოპერაციაში საბუთებთან დაკავშირებული ბიუროკრატიული მიზეზებით ვერ ჩაერთო. მოქალაქის მტკიცებით, სამაშველო სამსახურს, დაკარგულების მოსაძებნად არც დრონები გამოუყენებია. განცხადება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმაც გაავრცელა. 112-ში ამბობენ, რომ შეტყობინება დაკარგულებზე გუშინ შევიდა. უწყების ცნობით, ოპერაციაში მონაწილეობენ სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები; ვერტმფრენის ჩართვა კი მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება.
სვანეთში 2 ახალგაზრდას ეძებენ
25 ივლ 202419:56
3 წუთის საკითხავი