სვანეთში, სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს უკვე მე-12 დღეა ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში, 80-ზე მეტი მაშველი და ერთი ვერტმფრენია ჩართული. მესტიის გარდა სამძებრო სამუშაოები შავი ზღვის სანაპიროზეც მიმდინარეობს.
მოზარდს საკუთარი ძალებით ეძებს ოჯახიც. მშობლებმა რამდენიმე ვიდეო მიმართვაც გაავრცელეს და მოსახლეობას დახმარებას სთხოვეს. მამის თქმით, შვილთან მცირე კონფლიქტი ჰქონდა და იგრძნობოდა, რომ გაქცევისთვის ემზადებოდა.
შეგახსენებთ, სოფელ ლენჯერში 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.