სვანეთში გაუჩინარებული მოზარდის ოჯახი პოლიციის მუშაობით უკმაყოფილოა. 13 წლის ილია ფილფანს მეშვიდე დღეა, ეძებენ, დაკარგულის დედ-მამა „ფორმულას“ უყვება, რომ ამ დრომდე არ არის ამოღებული პოლიციის საგუშაგოსთან დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომლის მეშვეობითაც ბავშვის გადაადგილების გარკვევა შესაძლებელი გახდებოდა.
დაკარგული მოზარდის დედა პანდემიის გამო დუბაიდან სვანეთში დაბრუნებას ვერ ახერხებს, ბიჭს საკუთარი ძალებით ეძებს მამაც. მისი თქმით, შვილთან მცირე კონფლიქტი ჰქონდა და იგრძნობოდა, რომ გაქცევისთვის მზადება. დავით ფილფანის გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ პოლიციაში ხშირად უწევს გამოკითხვაზე სიარული, როცა ძიებაში მისი მონაწილეობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია.
სამძებრო სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია 80 ზერ მეტი მეხანძრე მაშველი , სამუსაოები გარდა სვანეთისა შავი ზღვის სანაპიროსა და თბილისის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს , რადგან ერთ-ერთი ვერსიით შესაძლოა მოზარდი ანაკლიაში წასულიყო.
სვანეთში 13 წლის მოზარდის სამძებრო ღონისძიებაში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც ისინი ილია ფილფანის ადგილსამყოფელის მიკვლევას საკუთარი ძალებით ცდილობენ.
საქმე 14-ე მუხლითაა აღძრული, რაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.