logo
ENG



სვანეთში მეოთხე დღეა ტყის ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ

08 ივლ 202012:50
3 წუთის საკითხავი
 

სვანეთში, სოფელ ხაიშთან, უკვე მეოთხე დღეა ტყის ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. 4 აქტიური კერიდან, 3 უკვე ლოკალიზებულია.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 4 ვერტმფრენია ჩართული. დღის განმავლობაში ადგილზე სულ 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იმუშავებს.

„სამ კერაზე, მთის ერთ ფერდზე მოხერხდა ცოცხალი ძალის და ტექნიკის შეყვანა, სადაც ღამის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა ქრობითი სამუშაოები. ყოველივე ამის შედეგად, ამ სამ კერაზე გვაქვს უკვე ხანძრის ლოკალიზაცია. უკვე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და ცალკეული კერების დამუშავება. რჩება ერთი კერა მთის ერთ ფერდზე, სადაც რთული რელიეფის გამო, ვერ ხერხდება ცოცხალი ძალის შეყვანა, უწყვეტად მიმდინარეობს ხანძრის ქრობა ვერტმფრენების მეშვეობით“, - განაცხადა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა.


close დახურვა