სვანეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. სასამართლო პროცესი დღესვე დაინიშნა. ბრალი 2 ადამიანს აქვს წარდგენილი.
მკვლელობის საქმეს ზუგდიდის რაიონული სასამართლო განიხილავს. მანამდე, განცხადება საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა და თქვა, რომ დანაშაული წარსულში უთანხმოებას უკავშირდება.
"სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია ბრალდების მხარის მოთხოვნა პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით და შეურჩია მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. 27 თებერვალს იქნება წინასასამართლო სხდომა. თუმცა დაცვის მიხარეს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება არ არის სწორი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გიორგი ცინდელიანის მიმართ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის მტკიცებულებები არ არსებობდა. ჩვენ დავამტკიცებთ იმას, რომ გიორგი ცინდელიანი მოცემულ საქმეზე გახლავთ უდანაშაულო", - განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა.
1 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში 2 ადამიანი მოკლეს, 1 კი დაჭრეს. შეთხვევა გვიან ღამით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.