სვანეთში, სოფელ ბეჩოში შუახნის ასაკის ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, მას თანასოფლელმა ესროლა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 19-108, განზრახ მკვლელობის მცდელობის და 236, იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით დაიწყო.