ამ წუთებში გალა-კონცერტით სრულდება მცხეთაში სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებული ღონისძიებები. საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. წირვას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქალაქში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები იმართებოდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მცხეთობა და სვეტიცხოვლობა აღინიშნებოდა. ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალი ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.