მარნეულსა და ბოლნისში საპროტესტო აქციები იწყება. გუშინ საღამოს კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ, მარნეულში გადაღებული კადრები გავრცელდა. ადგილობრივები ავტომობილის სიგნალებით და სასტვენების გამოხატავენ პროტესტს საკარანტინო რეჟიმის მიმართ.
აქციის ორგანიზატორები ე.წ. წითელი ზონის გაუქმებას, სამუშაო ადგილების აღდგენასა და საკარანტინო რეჟიმის დასრულებამდე თითოეული ოჯახისთვის ყოველდღიურ ფინანსურ დახმარებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ მარნეულსა და ბოლნისში 22 მარტიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.