logo
ENG



სიდედრი ოჯახის წევრი არ არის - პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა განახლდა

05 ნოე 201914:50
3 წუთის საკითხავი
 
1zy26ebolt7oej6.png

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ლაშა ქოჩიაშვილის მოსმენა გრძელდება.

კანდიდატს კითხვით "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ მიმართა. კერძოდ, დეპუტატის კითხვა ქოჩიაშვილის ოჯახის წევრის მიერ "ქართული ოცნებისთვის" თანხის შეწირვას უკავშირდებოდა. ბოკუჩავა დაინტერესდა იზიარებდა, თუ არა მოსამართლეობის კანდიდატი ოჯახის წევრის პოლიტიკურ შეხედულებებს, რაზეც ქოჩიაშვილმა ირონიული პასუხია გასცა და აღნიშნა, რომ "სიდედრი ოჯახის წევრი არ არის".   

გარდა ამისა, ქოჩიაშვილმა სასამართლოს ერთ-ერთ სხდომაზე სიდედრთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა:

"ერთ-ერთ პროცესზე მოწმე იკითხებოდა და მან მხარესთან ნათესაური კავშირი არ მითხრა, არ მაქვს ნათესაური კავშირიო და შემდეგ აღმოჩნა, რომ სიდედრი ყოფილა მხარის. როცა მეორე მხარემ ჰკითხა, რატომ დამალეო მან უპასუხა, მოსმართლეები დედას აღარ თვლით ოჯახის წევრად და მე სიდედრი რატომ უნდა ჩავთვალოო," - განაცხადა ქოჩიაშვილმა. 

შეგახსენებთ, პარლამენტში უზენაესი მოსამართლეობის რიგით მე-16 კანდიდატის მოსმენა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. პარლამენტში კიდევ 3 კანდიდატის მოსმენაა დაგეგმილი. 

 


close დახურვა