ფორმულას სულ უფრო მეტი ოჯახი უკავშირდება, რომელთაც სურთ, მაყურებელს საკუთარი პრობლემები გაუზიარონ. სიდუხჭირე და უკიდურესი გაჭირვება ქვეყნის ნომერ პირველი გამოწვევაა თითქმის ყველა გამოკითხვით. რეკორდულად იზრდება სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. ბავშვების ნაწილმა სწორედ სიდუხჭირის გამო ვერ შეძლო სკოლაში წასვლა. არიან ისეთებიც, რომელთაც საარსებო შემწეობა სახელმწიფომ გაუგონარი მიზეზით - სამი ქათმის გამო შეუჩერა.
