logo
ENG



სიკორსკი: შეგვიძლია, რუს სამხედროებს, ვინც ომიდან წამოვა €3000 და მუშაობის ნებართვა მივცეთ

03 მარ 202204:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/03/limsvcgxv523sol.jpg

ევროპარლამენტის წევრი რადეკ სიკორსკი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ინიციატივით, მიმართავს, რომ ყველა ის რუსი სამხედრო, ვინც ომს მიატოვებს, ევროკავშირმა ფინანსური დახმარებითა და მუშაობის ნებართვით უზრუნველყოს.

„მოდით, სტრატეგიულად გამოვიყენოთ ევროკავშირის რბილი ძალა, ქალბატონო ურსულა. ჩვენ შეგვიძლია, ყველა იმ რუს სამხედროს ვინც ომიდან წამოვა €3000 და 3-წლიანი მუშაობის ნებართვა მივცეთ.

ეს ის გზაა, რომლითაც დასავლეთი გერმანია მიესალმა აღმოსავლეთ გერმანელებს, ვინც რკინის კედელი გადალახა. ჩვენ მზად ვართ უკან მიგიღოთ.

ნამდვილად ვგულისხმობ ამას." - ამბობს ევროპარლამენტარი.

სიკორსკი ასევე აცხადებს, რომ დიდი ბონუსი ერგებათ მათ, ვინც რუსულ ტანკებს,  ვერტმფრენებს, საბრძოლო ხომალდებს და სხვა აღჭურვილობას ან მტავარსარდალს გადასცემენ.


close დახურვა