რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს განცხადების გამო აქებს.
"საქართველო საკვირველად ადეკვატურად იქცევა. ნეტა სომხეთიც ასე იქცეოდეს", - წერს სიმონიანი ტელეგრამზე და ეხმაურება მდინარაძის სიტყვებს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება საკუთარი თავის მოტყუება იქნებოდა.