logo
ENG



სიმონიშვილი: სამართალდამცველებმა სათანადო ღონისძიებები არ გაატარეს

08 ივლ 202315:04
3 წუთის საკითხავი
 

იურისტი ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ ფესტივალის ტერიტორიის დასაცავად სამართამდაცველებმა სათანადო ღონისძიებები არ გაატარეს.

ის ფორმულას ეთერში ამბობს, რომ მოძალადეებმა შეკრება ვაჟა-ფშაველას ძეგლთან დაიწყეს და ლისზე მსვლელობით ავიდნენ, რაც მოშორებული ტერიტორიაა და პოლიციას მომხდარის აღკვეთა არაერთხელ შეეძლო, გამომდინარე მსგავსი შეკრებების ხასიათისა.

"სამართალდაცველებმა სათანადო ღონისძიებები არ გაატარეს იმისთვის, რომ ტალღა, რაც მიაწვა ტერიტორიას, შეჩერებულიყო. საკმაოდ ბევრი ღონისძიების გატარება შეეძლოთ. ჩვენ ვხედავთ 5 ივლისის სცენარის გამეორებას, უკვე მერამდენედ. მაშინაც ვხედავდით, რომ პოლიციას არ ჰქონდა გატარებული სათანადო ღონისძიებები იმისთვის, რომ ერთი მხრივ პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული და ასევე, ჟურნალისტების", - თქვა სიმონშვილმა.

თბილისი პრაიდის განცხადებით, ტერიტორიიდან მათი ევაკუაცია განხორციელდა, რადგან პოლიციამ ტერიტორია ვერ დაიცვა.


close დახურვა