logo
ENG



სინოდი დეკემბრის ბოლოს შეიკრიბება - მეუფე დიმიტრი

17 ნოე 201915:04
3 წუთის საკითხავი
 
6gk9cejq4wqv2u2.png

სინოდის მომდევნო სხდომა დეკემბრის ბოლოს გაიმართება. ინფორმაცია სამებაში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ხორნაბუჯელმა ეპისკოპოსმა დიმიტრიმ  გაავრცელა. სასულიერო პირი არ გამორიცხავს, რომ მეუფე პეტრეს თემაზე მსჯელობა გაგრძელდეს, თუკი ის ეკლესიის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება. მეუფე პეტრე სინოდის სხდომას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ მასთან სინოდის წევრებს კითხვები ექნებათ. როგორც მეუფე  დიმიტრი ამბობს, სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები წინასწარ განსაზღვრული არაა.

„მე ვიცი, რომ დეკემბრის ბოლოს შეიკრიბება. მე ასე ვიცი, ყოველ შემთხვევაში. წინასწარ არ ვიცით ხოლმე, რა იქნება. ყოველთვის არის ხოლმე დეკემბრის ბოლოს, 25-ისკენ. თუ მეუფ პეტრესთან იქნება რამე კონკრეტული კითხვა, მოიწვევენ და დაესწრება“, - განაცხადა ეპისკოპოსმა დიმიტრიმ.


close დახურვა