logo
ENG



სინოდი ერთი კოვზით ზიარებაზე: ესაა ღვთაებრივი მოქმედება, კავშირი არ აქვს მიწიერ ლოგიკასთან

26 აპრ 202014:38
3 წუთის საკითხავი
 
syo41ijdaw2754m.png

"მართლმადიდებელი ეკლესია არ გეგმავს ზიარების წესი შეცვალოს" - ასეთია სინოდის წევრების განცხადება.

"ჩვენ ვსაუბრობთ საეკლესიო პოზიციიდან, რომ ერთი კოვზით ზიარება საფრთხის შემცველი არ არის. ესაა ღვთაებრივი მოქმედება და არაფერი კავშირი ამას არ აქვს მიწიერ ლოგიკასთან. არცერთ ადამიანს არ ვიცნობთ, ვინც ახალი ვირუსით გარდაცვლილს იცნობს. ანუ ეს არაა ნამდვილი ეპიდემია", - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი. 

მეუფეების თქმით, ერთი კოვზით ზიარება არასდროს არ შეიცვლება. პირველივე დღიდან როგორც კი ეს ინფორმაცია გაჟღერდა, არცერთმა ეკლესიამ არ შეცვალა ეს წესი, გარდა რუსეთის ეკლესიისა. 

აღსანიშნავია, რომ სინოდის წევრებმა ყინწვისის მონასტერში ინციდენტის შესახებაც გააკეთეს კომენტარი. საუბარია სასულიერო პირის მიერ არქიმადრიტის დაჭრაზე. სინოდის წევრების თქმით, ვერავინ ნახავს სასულიერო პირთა დაპისიპირებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კი არ ფლობენ.

"ვერავინ ვერ ეღირსება, რომ მამები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და დახოცონ ერთმანეთი. ეს არ მოხდება. რაც სასულიერო პირი გავხდი, არცერთელ ჩახმახზე თითი არ გამომიკრავს და ესაა სასულიერო პირის ცხოვრება. დანარჩენი არ ვიცი",-აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

 


close დახურვა