გავლენებისთვის ბრძოლა საპატრიარქოს კარზე, პოლიტიკური ძალებისთვის, ხელისუფლებისგან იმართება. ოპოზიცია ეჭვობს, რომ ეკლესიის და პირადად პატრიარქის ავტორიტეტის ნგრევა ქართული ოცნების ინტერესებშია.
საუბრობენ რუსეთის ძლიერ გავლენაზეც და საბჭოთა უშიშროების მეთოდებით მოვლენების განვითარბაზე, სწორედ ამ კონტექსტში კეთდება განცხადებები იმის შესახებ, რომ მოსკოვის დაკვეთით, ქართული ოცნების მთავრობა ილია მეორეს ჩანაცვლებას პრორუსი სასულიერო პირით ჩქარობს.
პრემიერ მინისტრი იყო დღეს ერთადერთი, ვინც წმინდა სინოდის გადაწყვეტილება შეაფასა. გიორგი გახარიამ სტატუსჩამორთმეული მეუფე პერტე პატრიარქზე თავდასხმასა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებში დღეს საჯაროდ დაადანაშაულა. პოლიტიკური ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი ჩამოშლის ზღვარზეა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა, სტატუსჩამორთმეული მეუფე დღეს სკანდალური საჯარო განცხადების გამო გააკრიტიკა. ნაწილისთვის კი უფრო მიუღებელი სინოდის გადაწყვეტილებაა, რომელმაც ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე ღიად მოლაპარაკე ეპისკოპოსი დასაჯა.
ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეკლესიაში მიმდინარე პროცესები შეუქცევადია, პრობლემების გადაჭრის რესურსს საპატრიარქოში ვერ ხედავენ.