საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ეკლესიებში დღეს დილიდან საკვირაო წირვა მრევლის თანდასწრებით მიმდინარეობს. გამონაკლისი არც სამების საკათედრო ტაძარია, სადაც მსახურებას კათოლიკოს-პატრიარქი ატარებს. წირვის დასრულების შემდეგ უცვლელი წესით მრევლის ზიარებაც მოხდება.
სამებაში რამდენიმე წუთის წინ მოსული იყო პატრულის ორი თანამშრომელი, რომელთაც მალევე დატოვეს ტერიტორია. გავრცელებული ინფორმაციით, ის მოქალაქემ გამოიძახა.
რაც შეეხება საკვირაო წირვას, ამ დროისთვის მრევლის რაოდენობა მომატებულია. სტიქაროსნები მათ დისტანციის დაცვას სთხოვენ, რაც სიმრავლის გამო ვერ ხერხდება.
"საერთო გადაწყვეტილება მიეღოთ და მერე გამოცხადებინათ ეს საგანგებო რეჟიმი. საპატრიარქოში ვისმჯელებთ ალბათ ამ საკითხზე და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას. რამდენი ადამიანია საქართველოში, რომელიც ყოველ დღესასწაულზე ელოდება სულიერებას. რომ შეწყდეს ლოცვა, წირვა და დღესასწაულები, ვერ გეტყვით", - აღნიშნა სინოდის ერთ-ერთმა წევრმა.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გუშინ, 21 მარტს გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია. თუმცა, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, არ ვრცელდება რელიგიურ რიტუალებზე.