logo
ENG



სირაძე: ჩვენ ვმოქმედებთ იმის შესაბამისად, როგორ დააანონსებენ აქციებს

28 ნოე 201909:59
3 წუთის საკითხავი
 
zm4kpjnf6z3udf0.jpg

საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გადაკეტვაზე კომენტარს აკეთებს. იგი აცხადებს, რომ საგანგებო ზომები გაგრძელდება მანამ, სანამ  საკანონმდებლო ორგანოზსთან აქციები იქნება.

„დღეს გარკვეულმა ძალებმა დასანონსეს კვლავ პარლამენტის ბლოკირება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, იცავენ წერსიგს უზრუნველყოფენ პარლამენტარების თავისუფალ გადაადგილებას. ამ ეტაპისთვის აქციის მონაწილეებს დაკეტილი აქვთ სავალი ნაწილი, პოლიციელები განლაგებულნი არიან პარლამენტთან, რადგან აპირებდნენ პარლამენტის ბლოკირებას. დასრულდება თუ არა აქცია, ავიღებთ რკინიბს. გადაადგილება შესაძლებელია ჭიჭინაძიდან. უსაფრთხოების მიზნით დავაყენეთ რკინის ჯებირები, რათა არ მოეხდინათ შესასვლელების ბლოკირება და არ ყოფილიყო ძალადობრივი ქმედებები მათი მხრიდან, ჩვენ ვმოქმედებთ ადეკვატურად, როგორც დაანონსებენ აქციებს. პოლიცია იქნება პოლიცია. ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, რამდენი პოლიციელია, მაგრამ იმდენია, რამდენიც საჭიროა. სამართალდამცველები იყვნენ გზებზეთავიდანვე, რადგან უკვე არაერთი ფაქტი იყო იმისა, რომ მათ მოახდინეს პარლამენტის ბლოკირება და განაცხადეს, რომ კვლავ აპირებდნენ. პოლიციამ გაატარა პრევენციული ზომები“,- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდებარედ რამდენიმე ქუჩაზე რკინის ჯებირებია აღმართული და მოძრაობა გადაკეტილია. დემონსტრანტები კი სხვადასხვა გზას ეძებენ, რათა მიუახლოვდნენ საკანონმდებლო ორგანოს შენობას და პარლამენტარებს სირცხვილის კორიდორები მოუწყონ.

 


close დახურვა